აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მეორე გარდაცვალება დაფიქსირდა. ინფორმაცია კინგის ოლქის ჯანდაცვის სამსახურმა გაავრცელა.
შაბათს, 29 თებერვალს, ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი მსხვერპლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. დეპარტამენტის განცხადებით, გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია. ამის შემდეგ გუბერნატორმა შტატის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იმავე დღეს, გვიან საღამოს კი კინგის ოლქში, იმავე საავადმყოფოში EvergreenHealth, სადაც პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა, კიდევ ერთი - 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.