logo_geo
eng_logo
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა
- +

2 მარტი. 2020. 14:40

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა  და სახელმწიფო ინსპექტორის  ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი.

 

ირაკლი შოთაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს და საგამოძიებო მიმართულების შედეგებს გაეცნო. საუბარი შეეხო  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული სამოხელეო დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოწვევებს.

 

ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით, რაც საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამომძიებლებისა და პროკურორების კვალიფიკაციის  ასამაღლებლად ერთობლივი ტრენინგების ჩატარებაზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების განხორციელების პროცესს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით, ღიად და გამჭვირვალედ წარმართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner