„ნაცების პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავს ქვეყანასთან აიგივებენ. ისინი ახრჩობდნენ ქვეყანას და ბიძინამ გამოსტაცა კლანჭებიდან. ახლა ძალაუფლების გარეშე დარჩენილები, ქართულ სინამდვილეში ვერ არსებობენ, რადგან ძალაუფლებაა მათი ჟანგბადი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა, როცა ქვეყანა თავისუფლად სუნთქავს, ისინი იხრჩობიან.
„ნაცების პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავს ქვეყანასთან აიგივებენ. ისინი ახრჩობდნენ ქვეყანას და ბიძინამ გამოსტაცა კლანჭებიდან. ახლა ძალაუფლების გარეშე დარჩენილები, ქართულ სინამდვილეში ვერ არსებობენ, რადგან ძალაუფლებაა მათი ჟანგბადი და ანაკონდას აბრალებენ, გვახრჩობსო. როცა ხალხს ახრჩობდით, მაშინ ხომ სუნთქავდით თავისუფლად, ახლა როცა ქვეყანა თავისუფლად სუნთქავს, თქვენ იხრჩობით? - კი ბატონო, ბიძინას დამსახურებით“,- წერს ალექსანდრე ქანთარია.
ინფორმაციისთვის: მესამე სექტორის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ და ივანიშვილისგამოსახულებიანი ანაკონდას ფიტული დაწვეს.