logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა 8 680 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

2 მარტი. 2020. 16:02

 

28-29 თებერვალს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: „ლაგოდეხი“, „სადახლო საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8 680 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner