logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით დაუდგენელი ტიპის ორი რაკეტა გაუშვა
- +

2 მარტი. 2020. 16:04

 

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით დაუდგენელი ტიპის ორი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეა ავრცელებს. სეულში აცხადებენ, რომ რაკეტების სავარაუდო ფრენის მანძილი 240 კილომეტრია, ხოლო ფრენის სიმაღლე 35 კილომეტრი. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ რაკეტების გაშვება ფხენიანის სამხედრო წვრთნების ნაწილია, რომელიც პარასკევს დაიწყო.

 

როგორც ცნობილია, 2020 წელს ეს ჩრდილოეთ კორეის პირველი სარაკეტო გამოცდაა. გასულ წელს ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა „სტაბილურად განავითარებს“ ბირთვულ იარაღსა და ბალისტიკურ რაკეტებს, ვიდრე ვაშინგტონი „სამტრო პოლიტიკას“ არ მოეშვება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner