logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: გავრცელდა ვიდეოები, როგორ აქებენ და ადიდებენ შერეულ სისტემას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები
- +

2 მარტი. 2020. 19:19

 

 

„დღეს გავრცელდა ვიდეოები, როგორ აქებენ და ადიდებენ შერეულ სისტემას მაშინდელი ხელისუფალნი. მათ შორის, ზოგიერთი „პოლიტპატიმარიც“, - ამის შესახებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს და ამავე ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხმიანება, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ იცავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები მაჟორიტარულ სისტემას.

 

მანჯავიძის თქმით, პარლამენტში შეჭრისა და პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პოლიტპატიმრები დაარქვეს.

 

„დღეს გავრცელდა ვიდეოები, როგორ აქებენ და ადიდებენ შერეულ სისტემას მაშინდელი ხელისუფალნი. მათ შორის, ზოგიერთი „პოლიტპატიმარიც“.

 

საოცარი ქვეყანა ვართ. მაშინაც მართლები იყვნენ, როცა შერეულ სისტემას აქებდნენ და ახლაც მართლები არიან, როცა აძაგებენ.

 

მაშინაც მართლები იყვნენ, როცა თავ-პირს ამტვრევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ახლაც, როცა პარლამენტში შეჭრაში ხელის შეშლისთვის პოლიციელებს სცემდნენ.

 

და საერთოდ, პარლამენტში შეჭრისა და პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პოლიტპატიმრები დაარქვეს ამ მართლაც უკუღმართებმა.

 

ახლაც დგანან და სრულიად უტიფრად ითხოვენ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას, თითქოს ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ პირობის შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან ეს ხელისუფლებისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა.

 

ისე, ბარემ არჩევნების გარეშე მისცენ უმრავლესობა. არ იმსახურებენ, თუ რა? გადახედეთ ისტორიას, რამდენჯერ გვიჩვენეს „საქმენი საგმირონია“.

 

სულ გენიალური ქართული ზღაპარი მახსენდება ამ ისტორიის ყურებისას. „ჩიტო, ჩიტო ჩიტუნაო, რაო, ბატონო მელაო? ერთი ბარტყი ჩამომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყრიო“ - ხომ გახსოვთ? ოღონდ, რა ხელეჩოთი და წალდუნათი იმუქრებიან, ეს ვერ გამიგია, მართალი რომ გითხრათ. არც ის მონადირე გამოჩნდა, სულ ცემა-ცემით რომ უკან ამოაყრევინოს გადაყლაპული ბარტყები“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner