„ვერც ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ არის ცუდი და არც არავინ ცდილობს, აგვიხსნას. იქნებ იმიტომ, რომ ამის არგუმენტი არ არსებობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელშივე
„ვერც ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ არის ცუდი და არც არავინ ცდილობს, აგვიხსნას. იქნებ იმიტომ, რომ ამის არგუმენტი არ არსებობს. დემოკრატიულია როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემები. ამ უკანასკნელის უპირატესობაში კი სწორედ დღევანდელო ოპოზიცია გვარწმუნებდა წლების წინ. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო არ უნდა იცვლებოდეს. ერთი პარტიის კონკრეტული პოლიტიკური გეგმებისთვის კონსტიტუციური სტაბილურობის მსხვერპლად გაღება ნამდვილად არ ღირს. ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, ხალხის მხარდაჭერა განაპირობებს არჩევნების შედეგებს, რაც საბოლოოდ საერთო სიკეთეს ემსახურება“, - წერს თამარ მახარობლიძე.