რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის თანამშრომელს, სერგო კაზარიანს იხსენებს.
„გუშინ, ჩვენი სპექტაკლი „ტრამვაი სურვილი" მივუძღვენით ჩვენი თეატრის სინათლის ოსტატს, სერგო კაზარიანს.
სპექტაკლის წინ, დარბაზს მივმართე და ვუთხარი, რა მტკივნეულია ჩვენთვის იმის აღქმა, რომ სერგო აღარასოდეს დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს აივანზე. სპექტაკლი მის მოწაფეს, მიშა ბაქრაძეს მიყავდა, რომელსაც სერგომ ჩააბარა ჩვენი "ტრამვაი"!
თეატრში სრული ანშლაგი იყო! დიდხანს უკრავდნენ ტაშს მსახიობებს, და როცა მათ სცენა დატოვეს, მაყურებელი, სცენისკენ ზურგით შეტრიალდა, მაღლა ამოიხედადა სერგოს დაუკრა ტაში! ბრავო, ჩემო სერგო! ეს ტაში შენ გეკუთვნოდა! ბრავო!"- წერს დოლიძე.