logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: როგორ უყვართ ნაცებს მაჟორიტარული სისტემა, შეგიძლიათ იხილოთ მათივე არგუმენტებით
- +

2 მარტი. 2020. 19:25

 

 

“ის, თუ როგორ უყვართ ნაცებს მაჟორიტარული სისტემა, შეგიძლიათ იხილოთ მათივე არგუმენტებით, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და ამავე ქსელით გავრცელებულ იმ ვიდეოებს ეხმიანება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები მაჟორიტარულ სისტემას იცავენ.

 

 

ბოჟაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს არ შედგეს მოლაპარაკება, დარჩეს არსებული შერეული სისტემა 77/73, ამით დაიტოვოს არსებული სისტემის უსამართლობაზე, არალეგიტიმურობაზე სასაუბრო როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში, რაც შეიძლება გახდეს სახალხო მღელვარების, არეულობისა და სავარაუდო რევოლუციური სცენარის მიზეზი. რევოლუციის მცდელობას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ის, თუ როგორ უყვართ ნაცებს მაჟორიტარული სისტემა, შეგიძლიათ იხილოთ მათივე არგუმენტებით“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner