logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაშია
- +

2 მარტი. 2020. 20:45

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ხელოვნურ მედიკამენტოზურ კომაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

 

„ინტერფაქსის“ ცნობით, ასლან ბჟანია ამჟამად სოჭის ერთ-ერთ კლინიკაშია, საიდანაც მისი გადაყვანა კრასნოდარში იგეგმება. როგორც რუსულ მედიას ანონიმურმა წყარომ უთხრა ბჟანიას ჯანრთელობის მდგომაროება მძიმეა.

 

 

ასლან ბჟანიას ახლო მოკავშირის, პოლიტილოგ რენატ კარჩაას ცნობით, ასლან ბჟანია სავარაუდოდ, საკვებით მოწამლეს.

 

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბჟანიას შესაძლო მოწამვლის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ადგურ არძინბამ დროებით შეწყვიტა ე.წ. საარჩევნო კამპანია.

 

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner