“რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს და ქმნის ისეთ სიტუაციას თავდაცვაში, რომ სხვა ქვეყნებმა გულშიც რომ არ გაივლონ მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტი,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ტასის“ პროექტში „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ – განაცხადა.
„ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, მაგრამ ვქმნით ისეთ სიტუაციას თავდაცვის სისტემაში, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, პირველად ისტორიაში რუსეთმა შექმნა შეიარაღების ისეთი სისტემები, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ მას „დაეწიონ“. „ეს უნიკალური სიტუაციაა, აქამდე ასე არასდროს ყოფილა“, – განაცხადა პუტინმა.