ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, მამაკაცმა 30-მდე მძევალი აიყვანა. ამის შესახებ Rappler პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ამჟამად, პოლიცია მამაკაცთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ტელეარხი ABS CBN ქალაქის მერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.