„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს:
„მიმაჩნდა და დღესაც მივიჩნევ, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე არის უმაღლესი დონის პორფესიონალი. მასთან მქონია საქმიანი ურთიერთობები ორი ათეული წლის წინ. მისი ორგანიზაციული და ადამიანური თვისებები აღნიშვნის ღირსია. დღეს ის ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მაქსიმალურად ეფექტურად ახდენს კოორდინაციას. ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი ფუნქციის შესრულებაც შეუძლია ამ ქვეყნისთვის მომავალში. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას საქართველო. ისინი ბევრნი არ არიან, ისინი ჩუმად აკეთებენ საქვეყნო საქმეს და არ ითხოვენ დაფნის გვირგვინებს. მსურს მადლობა გადავუხუდო ბატონ ამირანს ათეული წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის და უმწიკვლო რეპუტაციისთვის.
მოგიწოდებთ, გამოთქვათ მხარდაჭერა ამ საქმის კაცის მიმართ,“ წერს ირაკლი გოგავა.