logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ლიმონისგან ლიმონათის გაკეთება შევძელით
- +

3 მარტი. 2020. 10:27

 

 

„ეს იყო დიდი გამარჯვება მემარჯვენე ბანაკისთვის და უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის, პარტია „ლიკუდისთვის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის უახლოეს მომავალში „ძლიერი ეროვნული მთავრობის“ ჩამოყალიბებას შეძლებს.

 

„თავიდან უნდა ავიცილოთ ხელახალი არჩევნები. ახლა განხეთქილების აღმოფხვრის და შეთანხმების დროა. ხვალვე შევხვდებით მემარჯვენე ლიდერებს და ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ და ძლიერ მთავრობას, ეროვნულ მთავრობას ისრაელისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

მისივე თქმით, პარტია „ლიკუდიმ“ არჩევნებში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და დაამარცხა ოპონენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „ნეთანიაჰუს დრო დამთავრდა“.

 

„ჩვენ დიდ ძალებთან მოგვიხდა დაპირისპირება, თუმცა ერთად შევძელით და ლიმონისგან ლიმონათი გავაკეთეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

გუშინ ისრაელში ბოლო 11 თვის განმავლობაში მესამე არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ბლოკმა, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, 120-ადგილიან პარლამენტში 59 მანდატი მოიპოვა. უმრავლესობისთვის კი სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner