logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
- +

3 მარტი. 2020. 11:01

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ ოთხი და მეტი შვილის დედებს სიტყვით მიმართვისას სამხედრო სამსახურში ქალბატონების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მრავალშვილიან დედებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები, სასაჩუქრე ბარათები და ყვავილების თაიგულები გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner