logo_geo
eng_logo
გლდანში, ხერგიანისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
- +

3 მარტი. 2020. 11:53

 

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება.

 

სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ფეხით საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.  აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 665 ლარია გათვალისწინებული.

 

მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 422 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.  სამუშაოებისთვის 281 591 ლარია გათვალისწინებული.

 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner