logo_geo
eng_logo
სოფო კილაძემ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი მოინახულა და ქალბატონებს დედის დღე მიულოცა
- +

3 მარტი. 2020. 14:26

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ცენტრის ბენეფიციარებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები გააცნო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან საბრძოლველად საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

 

თავის მხრივ, ქალბატონებმა სოფო კილაძეს სხვადასხვა პროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და პროფესიული გადამზადებაში და დასაქმებაში დახმარება ისურვეს.

 

 

„მოხარული ვარ, რომ  დედის დღე მათთან ერთად გავატარე და მცირედით გავახარე. მათ ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა და გაძლიერება. დღესდღეობით სამწუხარო რეალობა გვაქვს, ყოველდღიური სახე მიიღო ქალებზე ძალადობამ და ფემიციდმა. ყოველდღიურად მზარდია  მოთხოვნა ასეთი ცენტრების მიმართ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო  მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და  სარეაბილიტაციო ცენტრებს.  ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ როგორც  საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრევენციის მიმართულებით, რათა ეს შემზარავი სტატისტიკა შევამციროთ“, -  განაცხადა სოფო კილაძემ.

 

საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ძალადობის  მსხვერპლთა მომსახურების  5 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს. ნებისმიერ ადამიანს კი შეუძლია ისარგებლოს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზით 116 006.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner