logo_geo
eng_logo
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4-5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება
- +

3 მარტი. 2020. 15:23

 

 

გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.

 

აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.

 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner