„პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე ელისო ჩაფიძის კლინიკის შესახებ წერს:
„14 წლის წინ გულმა შემომიტია. მივმართე გულიკო ჩაფიძის კლინიკას და 5 დღეში სრულიად ჯანმრთელი სახლში ვიყავი.
ოპერაცია მაესტრო ზვიად ბახუტაშვილმა გამიკეთა.
2016 წ.11 ივნისს კლინიკას 15 წელი შეუსრულდა. მე როგორც საპატიო პაციენტი მიმიწვიეს საიუბილეო საღამოზე. ეს იყო დიდი და ლამაზი ზეიმი, რომლის რეჟისორი, ტექსტების ავტორი, კომპოზიტორი ექიმი ლია ჯანელიძე გახლდათ. ძალიან მოვილხინეთ, ვისიამოვნეთ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ექიმებს. იუბილზე საჩუქრებით მიდიან, მე ეს სამკერდე ნიშანი მივართვი "მე მიყვარს გულიკო".
საღამო მიყავდათ ნუკრი კაპანაძეს და ზურა მანჯავიძეს... 25 წლის შემდეგ აქ შევხვდი "პიონერფილმელ" რეზო ჯორბენაძეს რომელიც გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. "პიონერფილმი" არამარტო კინომოღვაწეთა, ჟუტნალისტების, მსახიობების, მინისტრების, პარლამენტარების არამედ ექიმების სამჭედლოცაა. ა პ ა!"- წერს ჩიგოგიძე.