ნორვეგიაში გერმანულ საკრუიზო ხომალდზე მყოფ გერმანიის ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. არსებობდა ეჭვი, რომ მათ ვირუსი ჰქონდათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის გამო, ხომალდ „აიდა აურას“ ეკიპაჟის მოთხოვნით, ნორვეგიის ქალაქ ჰეუგუსუნიდან გემის დაგეგმილი გასვლა მინიმუმ 24 საათით გადადო.
ბოლო მონაცემებით, ნორვეგიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32-ია. როგორც ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვირუსის გავრცელების რისკი გაზრდილია.