დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული. ამიტომ ის მოქალაქეებს ურჩევს მაქსიმალურად ეცადონ ანგარიშსწორება ელექტრონულად აწარმოონ, ფულის კუპიურების მოხმარების შემდეგ კი, ხელები აუცილებლად დაიმუშაონ სადეზინფექციო საშუალებებით.
ამირან გამყრელიძე ბანკებს მოუწოდებს ყველა ფილიალში მოაწყონ ხელის სადეზინფექციო კუთხე, სადაც განთავსდება დეზინფექტორები.
„ ამ პერიოდში ეს ჩვენთვის შესაძლებელია ნაკლებად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ჩვენ შიდა გავრცელება არ გვაქვს. ამ მეთოდს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. რას ნიშნავს ეს? ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე,ანუ, ყველა ანგარიშსწორება ხდება იქ ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფული, სასურველია, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები,“- განაცხადა ამირან გამრელიძემ.