logo_geo
eng_logo
კორონავირუსის გამო ირანში, 54 ათასი პატიმარი ციხიდან დროებით გაუშვეს
- +

4 მარტი. 2020. 01:01

 

 

ირანში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს ციხიდან.  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მათ კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს და მსჯავრდებულებს ვირუსი არ დაუდგინდათ. ყველა პატიმარს გათავისუფლებამდე გირაოს გადახდა მოუწია.

 

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 77 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი კი 2336-ია. მათგან 835-ს ვირუსის დიაგნოზი 3 მარტს დაუსვეს.

 

ინფიცირებულთა შორის არიან ირანის მთავრობის წევრები. აღსანიშნავია, რომ ვირუსი დაუდასტურდა ირანის საგანგებო სამედიცინო სამსახურის უფროსს. ინფიცირებულია 23 დეპუტატიც.

 

ვირუსთან საბრძოლველად ირანის ჯანდაცვის სამინისტრო 4 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა სკრინინგის პროგრამას დაიწყებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner