ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნას მმართველ პარტიაში აფასებენ.
როგორც 2020NEWS-თან “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა კობა კობალაძემ განაცხადა, სააკაშვილი და მისი პარტია “შტაბობანას თამაშიდან“ ვერ გამოვიდა.
“შტაბობანას თამაშიდან ვერ გამოვიდნენ. როგორც არ უნდა იფათუროს და რაც არ უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, საზოგადოებას მახსოვრობა ძალიან კარგი აქვს. რომელ შტაბზეა საუბარი?! ადამიანმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აირჩია. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! უნდა შტაბი გახსნას და უნდა ნავით შეცურდეს დინების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა კობა კობალაძემ.
დღეს, 6-ის ნახევარზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი შტაბი გაიხსნება. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნა პარტიაში აქტივისტების გაზრდას შეუწყობს ხელს.