logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგუშაგოზე მოქალაქეებისგან ქრთამს ითხოვენ
- +

4 მარტი. 2020. 02:26

 

 

მოქალაქეების განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, გარკვეული თანხის სანაცვლოდ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას უპრობლემოდ ახერხებენ.

როგორც “რეგიონულ კვირას“ ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსულმა რესპონდენტმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, განუცხადა, ე.წ. საგუშაგოზე კონტროლის გავლა შესაძლებელია 1000 რუბლის სანაცვლოდ.

ჩაკეტილია ხიდზე მიმოსვლა, თუმცა თუ თანხას გადაუხდი რუსებს 1000 მანეთის ოდენობას იმ წამსვე გაგიშვენებ. არანაირი კორონა, არანაირი კონტროლი. ეს ფულის გასაკეთებელი მანქანაა და ყოველთვის ასე ხდება, მე ხშირად მიწევს ნატესავებთან ჩასვლა სტუმრად და სულ ასეთი სიტუაციაა, ხან რას მოიგონებენ ხან რას. ამ დილით გადმოვკვეთე ხიდი და გამიშვეს ქრთამის სანაცვლოდ“,- ამბობს პირად საუბარში რესპონდენტი, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე სტუმრად იყო გადასული ოკუპირებულ აფხაზეთში.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეზღუდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner