logo_geo
eng_logo
მაია მურაჩაშვილი: „გუდაური ლოფტში“ მარტ-აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა
- +

4 მარტი. 2020. 02:48

 

 

„გუდაური ლოფტში“ მარტ-აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ წარმომადგენელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

 

ჰოტელიერის მართვის ქვეშ გუდაურში კიდევ ერთი სასტუმრო „გეოგრაფი“, „ანაკლია რეზორტი“ და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსია“. როგორც მაია მურაჩაშვილი ამბობს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, სხვადასხვა მიმართულებიდან ჯავშნები სასტუმროებში უქმდება და მდგომარეობა ამ მხრივ დღითიდღე უარესდება.

 

სასტუმრობის კუთხით უფრო მეტი გაუქმებაა, ვიდრე ჩემი ტურისტული კომპანიის ჯავშნების. სასტუმროებში მიუქმდება ძირითადად ჯგუფური ჯავშნები ჩინეთიდან, საიდანაც ჯავშნები ჯერ კიდევ წინა წელს გაკეთდა, ახლა კი მთლიანად მოიხსნა. სამწუხაროდ, ამას მიყვა ევროპული ბაზრები, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. დათვლილი მაქვს და შემიძლია „გუდაური ლოფტის“ მაგალითზე გითხრათ, რომ მარტსა და აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა. გუდაურისთვის ეს საკმაოდ დაბალი სეზონია და მაგ პერიოდისთვის ამდენი ჯავშნის გაუქმება, ფაქტობრივად არის სასტუმროსთვის მინუსზე გასვლა. რაც შეეხება ჩემს ტურისტულ კომპანიას, მე ძირითადად ევროპისა და ისრაელის ბაზრებზე ვმუშაობ. ამ კუთხით ჯერჯერობით გაუქმებები არ მქონია, მაგრამ სასტუმროში საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივიღეთ ნამდვილად“, - ამბობს ჰოტელიერი.

 

მაია მურაჩაშვილი მიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მშვიდი და უსაფრთხო გარემო უნდა შეინარჩუნოს, ვინაიდან ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, საერთაშორისო ბაზრებზე ინტერესის განმსაზღვრელია.

 

ქვეყანა მობილიზებული უნდა იყოს რომ კორონავირუსის საფრთხე ნაკლები იყოს, როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში თითქმის, ან სრულად არ ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევვები, მაშინ ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის ქვეყნები, საიდანაც უარს ამბობენ საქართველოში მოგზაურობაზე, ისევ დავიბრუნოთ და შემოვიყვანოთ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რაღაც პერიოდი საგადასახადო შეღავათები გაგვიწიოს“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner