logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6,5-მდე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
- +

4 მარტი. 2020. 10:07

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ-ნახევარი ლარია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

 

„სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი „ჰეროინი“, 981 აბი „სუბუტექსი“, 630 აბი „კოდეინი“, 448 აბი და 5,46 გრამი „მდმა“, 262 კაფსულა და 25 გრამი „პრეგაბალინი“, 218 აბი და 16 გრამი „ტრამადოლი“, 133 აბი „ამფეტამინი“, ხუთი ამპულა „მორფინის ჰიდროქლორიდი“, 53 გრამი „მეტადონი“, 4,5 გრამი „მორფინი“ და 36 გრამი კანაფის ფისი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner