საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი" დატოვა.
როგორც 2030 news-ისთვის გახდა ცნობილი, დეპუტატმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, პარტიის პოლიტსაბჭოსთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მიიღო.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა კიკნაველიძე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
შალვა კიკნაველიძე პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტი „ეროვნული ფორუმის" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გასვლის შემდეგ დატოვა.