logo_geo
eng_logo
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ იწყება
- +

4 მარტი. 2020. 16:12

 

 

საქართველოს მთავრობა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამას“ იწყებს.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) კოორდინატორებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერაბ დანელიამ და ლევან ჩარკვიანმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის  წარმომადგენლები.

 

 

პროგრამის საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმართულებით: სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა/აღჭურვა, ბენეფიციართა სწავლება - რძის წარმოების ტექნოლოგიებში, სურსათის უვნებლობის საკითხებში, HACCAP სტანდარტებში, თანამედროვე საკვები ბაზისა და დაავადებების მართვის საკითხებში, თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების გაცემა, საძოვრების მოწესრიგება, საძოვრებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

 

 

პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ინდივიდუალური ფერმერები, ასევე კოოპერატივები და საწარმოები.

 

 

პროგრამას, „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის“ დაფინანსებით ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” ახორციელებს.

 

 

პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა კონკურენტუნარიანი, მდგრადი და დივერსიფიცირებული მერძევეობის ინდუსტრიის განვითარების გზით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner