2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1132 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო 2 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.