logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძემ 20 000 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა - რა ვიცით მის ფინანსურ მდგომარეობაზე
- +

4 მარტი. 2020. 16:53

 

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური პერსონაა. მთელი ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში ელოდება მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით. მისი პერსონის მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ თვალი გადავავლეთ ამირან გამყრელიძის ფინანსურ დეკლარაციას.

 

გამყრელიძემ, როგორც თანამდებობის პირმა ბოლო ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია გასულ წელს შეავსო. დეკლარაციით ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორმა ქველმოქმედებაში 20 000 ლარი დახარჯა.

 

ყველა აღიარებს, რომ გამყრელიძე საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალია, როგორც ჩანს მისი ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია.

 

უფრო ზუსტად კი ამირან გამყრელიძის წლიური შემოსავლები დასაქმების ადგილის მიხედვით ასე გამოიყურება:

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გენერალური დირექტორი - 58 927 ლარი

 

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი - 51 030 ლარი

 

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, სამეცნიერო მრჩეველი - 28 800 ლარი

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დანიშნული პენსია - 8447 დოლარი

 

საქართველოს უნივერსიტეტი, სრული პროფესორი - 100 ლარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner