logo_geo
eng_logo
საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

4 მარტი. 2020. 17:45

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21-ივე საბავშვო ბაღში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

 

 

სადეზინფექციო სამუშაოების ფარგლებში სპეციალური საშუალებებით ხორციელდება იატაკების, კედლების, მაგიდის ზედაპირების, სათამაშოების და ყველა იმ საგნის დამუშავება, რომელთანაც შემხებლობა აქვთ ბავშვებს.

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება.

 

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

 

 

დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

 

 

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner