logo_geo
eng_logo
საქართველოში, კორონავირუსის შემთხვევების მატება არ არის - კარანტინში 140 ადამიანია
- +

4 მარტი. 2020. 19:52

 

 

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსზე დადასტურებული დადებითი შემთხვევების რიცხვის მატება არ არის.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კარანტინში 140 ადამიანი იმყოფება.

 

საქართველოში ეპიდსიტუაცია ​გუშინდელთან შედარებით დიდად არ შეიცვალა. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე 239 შესაძლო შემთხვევიდან 3 რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო 3 დღის განმავლობაში დადასტურებული დადებითი შემთხვევების რიცხვის მატება არ გვაქვს.

 

დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი 21 ნიმუში – აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და (აქედან 2 გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე) და 5 იმერეთიდან. 5-ის ტესტირება დამთავრებულია, ყველა უარყოფითია, 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კიდევ 8 ნიმუშია აღებული და ახლა იგზავნება ლუგარში შემდგომი კვლევისთვის. კარანტინში დღეს იმყოფება სულ 140 ადამიანი: აბასთუმანში 26, 34 “ვივამედში,” 26 საჩხერეში, 23 ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში,15 ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში და 16 გორის ჰოსპიტალში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner