პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.