logo_geo
eng_logo
უეფა რუსეთისა და ინგლისის ნაკრებებს შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ აფრთხილებს
- +

14 ივნისი. 2016. 03:27


უეფა რუსეთისა და ინგლისის ნაკრებებს ევრო-2016-ზე შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ აფრთხილებს. როგორც ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის განცახდებაშია ნათქვამი, ორივე ნაკრებს ევრო-2016-ში მონაწილეობა აეკრძალება, თუ მათი გულშემატკივრები კვლავ არეულობას მოაწყობენ.


უეფა რუსეთის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ დისციპლინარულ განხილვას აწარმოებს. რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რუსეთ-ინგლისის მატჩის შემდეგ არეულობების მოწყობაში, რასისტულ ქმედებებსა და პიროტექნიკის  გამოყენებაში ადანაშაულებენ.


რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო კი აცხადებს, რომ ინგლისელი და რუსი გულშემატკივრების ტრიბუნები ერთმანეთისგან ბუფერული ზონით არ ყოფილა გამიჯნული. ამავე დროს, მუტკომ მოუწოდა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს, დაიცვან წესრიგი.


11 ივნისს მარსელში რუსეთ-ინგლისის ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ ათობით რუსი გულშემატკივარი ინგლისელი  გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნებზე შეიჭრა. საფრანგეთში რუსეთის საელჩოს განცხადებით, არეულობის შემდეგ დააკავეს ორი რუსი გულშემატკივარი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner