პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში თავის ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთთან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად საჭიროა საქართველოს თავისუფალი არჩევანის პატივისცემა და მისი ტერიტორიების დეოკუპაცია.
"თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას, დეესკალაციას, დეოკუპაციას" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.