logo_geo
eng_logo
ანდრიუს კუბილიუსი: ვცდილობთ, დავარწმუნოთ ქართველები, არ დაუშვან შეცდომა
- +

5 მარტი. 2020. 01:44

 

 

წერილს ხელი მოვაწერე. ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავარწმუნოთ ქართველები და განსაკუთრებით მმართველი გუნდი, არ დაუშვან დიდი შეცდომა, რაც საქართველოს სანდოობასა და საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა საქართველოს მიმართ სანდოობა დაზიანებულია, რისი მიზეზიც ის შეცდომები და ნაბიჯებია, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად გაცემული პირობის შესრულებაზე უარის თქმას უკავშირდება.

 

მე ამაზე ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. ეს განვაცხადე თბილისში ყოფნის დროსაც, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს სანდოობისა და საერთაშორისო იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ჩვენ არ ვართ მიამიტები და არგუმენტები, რომ მმართველ გუნდში დემოკრატიაა და გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ ამ სისტემისთვის, ჩვენთვის დამაჯერებელი არ არის. ჩვენ ყველაფერი ძალიან მარტივად გვესმის, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა არ ყოფილიყო პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები. მმართველ გუნდში დაინახეს, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა არსებული სისტემის შენარჩუნება. ჩვენ ამას ასე ვიგებთ, რომ მმართველი გუნდი მზად იყო გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსიც, რომ არჩევნებზე წარმატებისთვის მიეღწია. თუ ვერ მოხდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსენსუსის მიღწევა, ეს არ იქნება სასარგებლო საქართველოსთვის. ეს იქნება როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს მომავლისთვის პასუხისმგებლობას გაიზიარებს ორივე მხარე. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკების მონაწილეები, მაგრამ გვსურს მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმებამდე მივიდეს“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner