logo_geo
eng_logo
მიხა საბოლოოდ გაგიჟდა! - "გიორგი სააკაძეც გუბერნატორი იყო სადღაც"
- +

5 მარტი. 2020. 02:41

 

 

გიორგი სააკაძე გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში, ეს დამთავრდა, ჩვენ ახლა უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო, თუ გარედან ვუყურო? რაც არ უნდა კარგად მოვეწყო აქ, იცით, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ., ყველაფერზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ვიცი, წელს წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. ახლა მარჯვნივ და მარცხნივ გახედვის დრო არ არის. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს.

 

მე კარიერას ვერ გავაკეთებ სხვაგან. იცით, რომ ისტორიულად არა მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს, გოგო-ბიჭებს აგზავნიდნენ. გიორგი სააკაძე სადღაც გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში. ეს დამთავრდა. ჩვენ ახლა უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჩართვისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner