logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი შოთა გორგოძეზე: ერთი გაქუცული ცხენი ჰყავდა და “ძმრად ვადენდით”
- +

5 მარტი. 2020. 02:51

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი  საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შოთა გორგოძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

 

ჩვენ გვიცავდა ჩვენი მილიცია, მართლა ასეთი დრო იყო, განსაკუთრებით გოგოებს, ქალებს, ზედმეტს როგორ გვაკადრებდა ვინმე რამეს... „ცოლთან ერთად ვარ!” – ყველას და ყველაფერს აჩერებდა 80-იან წლებში. ხშირად გვესმოდა ხოლმე, „აი, ამ გოგოების ხათრით გიშვებთ!” – ასეთი კეთილი მილიციონერები იყვნენ მაშინ, ქალი განსაკუთრებით პატივცემული იყო… იპოდრომზე მე და ჩემი მეგობრებიც დავდიოდით და ჩვენს გვერდით, ყოველგვარი დაცვის და აჟიოტაჟის გარეშე ვარჯიშობდა საყვარელი და კარგი კაცი, საქართველოს ერთ-ერთი დიდი მინისტრი შოთა გორგოძე. ნათელში იყოს… 9-10 აპრილს რომ მილიცია ჩვენ შველას ცდილობდა, ამაზე სხვებიც მოყვებოდნენ..

 

ზურაბ მაჭავარიანი

 

შოთა გორგოძე – საქართველოს შსს მინისტრი… სოფელში მეზობლები ვართ და ხალხისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ვფიქრობ ქვეყნისთვისაც…

ღმერთმა ნათელში ამყოფოს!…

 

მინდოდა რამე დამეწერა ამ საინტერესო ცხოვრება განვლილ კაცზე და აქ თეა შაყულაშვილის პოსტს წავაწყდი, ვფიქრობ, მიუკერძოებელი შეფასებაა.

 

რა საოცარია წუთისოფელი. შოთა გარდაცვლილა გორგოძე, ჩვენი “პაჟალუსტა” მინისტრი. მახსოვს, იპოდრომზე ერთი გაქუცული ცხენი ჰყავდა, „არაბულ ულაყად“ მოვუნათლეთ და „ძმრად ვადენდით” . ის ეთერიც მახსოვს „დემოკრატია გინდებლარიენ, პაჟალუსტა?“, მაგისი უბოროტო „ბიჭებიც” – „ვითომ” გზებს რომ გვიკეტავდნენ, „დაგახევთ პაგონებს” – რომ ვუყვიროდით და ერთხელ არ გამოსულან წყობიდან.

ყველაზე მძიმე პერიოდის მინისტრი, რომლის მილიციამაც საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენა 9 აპრილს.

იმ საოცრად არეულ ქვეყანაში, იმ ქაოსსა და ეროვნულ- პატრიოტულ უმეცრებაში გადავარდნილი, „გადადგეს გორგოძეს” რომ გავყვიროდი, უფალი რომ გამომცხადებოდა და ეთქვა - „ბევრი წლის მერე, გაზაფხულის თბილ საღამოს გაიგებ ამ კაცის გარდაცვალებას და ისე გეტკინება გული, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვისასო”- ნეტავ თუ დავიჯერებდი? პირველად დავფიქრდი, რომ დრო მართლაც ყველაფრის შემფასებელი და გადამფასებელია, შეიძლება გმირი არ იყო, მაგრამ წახვიდე ასე კაცურად, აღარასოდეს გაერიო პოლიტიკაში, არ იხტუნაო პარტიებში, არ გაყიდო მეგობრები, არ ჩაებღაუჭო სკამს, მოკლედ არ იკადრო ყველაფერი მაშინ, როცა „კადრება” გამოსავალია. მშვიდობით ჩვენო ,,პაჟალუსტა მინისტრო”, ჩვენ მართლაც აღმოვჩნდით „პატრიოტები წინწკლებში”, რომლებმაც მხოლოდ ერთმანეთის დამცირება და შეჭმა ვისწავლეთ.

მოკლედ, როგორც ამბობენ, - „აქაც კარგი კაცი იყავ, იქ ნათელი დაგადგესა”, – წერს გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner