logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 მარტს ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება
- +

5 მარტი. 2020. 12:45

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 5 მარტს სტამბოლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ასევე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს უმასპინძლებს. ლიდერები იდლიბის საკითხს განიხილავენ.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ის ამ საკითხზე სამივე ლიდერს სატელეფონო საუბრის დროს შეუთანხმდა. ოთხმხრივი სამიტის იდეა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ეკუთვნით, რომელთაც ვლადიმირ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზეს.

 

იდლიბში ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 900 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. დევნილების უმრავლესობა თურქეთის საზღვრისკენ მიემართება.

 

თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის, 2017 წელს შეთანხმებული ოთხი დეესკალაციის ზონიდან, 2018 წელს სამი ზონა სირიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა. მეოთხე ზონა იდლიბის პროვინციაშია, სადაც თურქეთის საკონტროლო პუნქტებია განთავსებული. ანკარა სირიის ამბოხებულ ჯგუფებს უჭერს მხარს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner