logo_geo
eng_logo
ია მაჭავარიანი: მშვიდობით, გენერალო... ნათელი თქვენს ლამაზ სულს ზეციურ საქართველოში...
- +

4 მარტი. 2020. 23:00

 

 

„მჯერა, უფლის ხელი ერია თქვენს ცხოვრებაში, ბატონო შოთა... სხვანაირად ვერ შეძლებდით იმ ურთულეს პერიოდში იმ უდიდესი ტვირთის ასე ღირსეულად ტარებას...“ - ჟურნალისტი ია მაჭავარიანი შს ყოფილ მინისტრს შოთა გორგოძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

 

 

„შოთა გორგოძეს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ხვალ უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ და ჩემთვის სწორედ ხვალ გაიხურავს კარს ბობოქარი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი და დადებითი გმირი...

 

ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაოცებდა თავისი სიდიდითა და უბრალოებით, პასუხისმგებლობით, კეთილშობილებით, წიგნიერებითა და გულწრფელი ემოციით...

 

მჯერა, უფლის ხელი ერია თქვენს ცხოვრებაში, ბატონო შოთა... სხვანაირად ვერ შეძლებდით იმ ურთულეს პერიოდში იმ უდიდესი ტვირთის ასე ღირსეულად ტარებას...

 

ყოველთვის მიყვარდით, მეამაყებოდით და გულწრფელად ვმადლობ უფალს, რომ ჩემს სიცოცხლეშიც არსებობდით...

 

მშვიდობით, გენერალო... ნათელი თქვენს ლამაზ სულს ზეციურ საქართველოში...“ - წერს ია მაჭავარიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner