საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ჰუალინგის" ტერიტორიაზე დღეს მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ ჰოსპიტალს გახსნის.
აღნიშნული ჰოსპიტალი კომპანია „თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა" „ჰუალინგ ჯგუფთან" ერთად ააშენა.
პროექტის ფარგლებში 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 400-მდე ადამიანი დასაქმდა.
ღონისძიება 12:00 საათზე გაიმართება.