logo_geo
eng_logo
ემიგრანტები სააკაშვილის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ
- +

5 მარტი. 2020. 15:52

 

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი თანატოლების მშობლები მიდიან საბერძნეთში და ბოდიში და ერთ ადგილს უწმენდენ ბერძენ მოხუცებს.

 

ემიგრანტები სააკაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და მას მწვავედ აკრიტიკებენ.

 

აი, რას წერენ ემიგრანტები სოციალურ ქსელში:

 

„შიზოფრენიკო, დღეს დაბრუნებაზე ვფიქრობთ და შენი ხელისუფლების დროს, 35-40 წელს ზემოთ ყველა საჯარო მოხელე რომ სამსახურებიდან დაითხოვე, მაშინ დაიცალა ზუსტად საქართველო“, - წერს მილა ბაკურაძე.

 

„მე მიშას დროს გავხდი ემიგრანტი. 13 წელი ემიგრაციაში“,- აცხადებს ნატო ჯახია.

 

მარინა გელოვანი: „მე და ძალიან ბევრი ჩემნაირი შენი პრეზიდენტობის დროს წამოვედით, მიშა“ .

 

ქართველი ემიგრანტის მიერ გაზიარებულ პოსტს კომენტარებში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner