„ჯანდაცვის მინისტრს ეკა ტიკარაძეს და მის ძალისხმევას რატომღაც ასე აქტიურად არ ახსენებენ. მისი, როგორც მინისტრის, მნიშვნელოვანი წვლილია, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობების პირობებში, კორონავირუსთან ბრძოლის მენეჯმენტი ძალიან მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჩვენზე უფრო განვითარებულ იტალიაში ვერ შეძლეს კორონავირუსის შემოტევის შეკავება.
„კორონავირუსთან ჩვენს ბრძოლაში, რომლითაც მოხიბლულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, საფრანგეთის ელჩი, წინა პლანზე კონკრეტული ადამიანები ჩანან. მათი პროფესიული თუ პირადი ღვაწლი უდავოდ ძალიან დიდია იმაში, რომ ჯერჯერობით ამ ვირუსმა ენდემური სახე არ მიიღო. თუმცა, უკანა პლანზე და ტელეკამერების მიღმა ყოფნა არ ნიშნავს, რომ სხვებს ნაკლები წვლილი აქვთ. ჯანდაცვის მინისტრს ეკა ტიკარაძეს და მის ძალისხმევას რატომღაც ასე აქტიურად არ ახსენებენ. არადა, ბევრი ექნებოდა სათქმელი. პრინციპში, მისი, როგორც მინისტრის, მნიშვნელოვანი წვლილია, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობების პირობებში, კორონავირუსთან ბრძოლის მენეჯმენტი ძალიან მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს. ამ ამბავში შეგვიძლია, ალბათ, სხვებს მაგალითი მივცეთ. ჩვენზე უფრო განვითარებულ იტალიაში ვერ შეძლეს კორონავირუსის შემოტევის შეკავება“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.