logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სიახლეს - ვებ-გვერდზე Apple Pay-ით გადახდებს სთავაზობს
- +

5 მარტი. 2020. 17:31

 

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple Pay-ით, ელექტრონული კომერციის საშუალებით - კომპანიების ვებგვერდიდან გადახდებს შეეხება.

 

საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას.

 

დღეიდან, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ვებ-გვერდიდან მომხმარებლებს შესთავაზონ, უსაფრთხოდ და მარტივად, Apple Pay-ით ონლაინ გადახდების წარმოება. ამისათვის საჭიროა  დაუკავშირდეთ ბანკს ნომერზე: 2 444 444 და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვებგვერდზე გადახდების დამატება.

 

მას შემდეგ, რაც Apple Pay ღილაკი დაემატება ვებ-გვერდს, გადამხდელი მარტივად, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე დაასრულებს გადახდას Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით. ამავდროულად, Apple Pay-სთან ერთად, სტანდარტული გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ Apple Pay-ის საშუალებით ვებ-გვერდიდან გადახდები შესაძლებელია მხოლოდ Safari web browser-ის  გამოყენებით.

 

გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც „საქართველოს ბანკის“ ინოვაციური პროდუქტები გთავაზობს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner