logo_geo
eng_logo
“მორჯულებული” სააკაშვილის ლიქვნის მასტერკლასი – “პოლიტიკური გეგმები არ მაქვს”
- +

5 მარტი. 2020. 20:13

 

 

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. შტაბების თემამ გაიტაცა, მისივე სახელობის ბიბლიოთეკაში სააკაშვილის ბრძანებით ე.წ. შტაბი გაიხსნა სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით აპოლიტიკური ადამიანები შეიკრიბებიან და საქართველოს განვითარების გეგმებზე ისაუბრებენ.

 

 

სააკაშვილი შტაბის გახსნას “საპატიო” მიზეზით ვერ დაესწრო და საკუთარ შტაბელებს სკაიპით ჩაერთო.

 

 

“ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ამბიციები, მივმართავ ქართული ოცნების წევრებს: ვიცი, რომ გყავთ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი შვილები მოდით ერთად ვიზრუნოთ მათ მომავალზე” – ეს განცხადებები სააკაშვილმა სკაიპით ჩართვის დროს გააკეთა.

 

 

გთავაზობთ ვიდეოს და განცხადების ტექსტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა:

 

 

“ამ ბიბლიოთეკაში იწყებს მუშაობას ჩემი შტაბი და ამ შტაბის ამოცანა არის საზოგადოების საუკეთესო რესურსების მობილიზაცია.

 

 

ეს არ არის ცალკე შტაბი, რომელიც რაიმენაირად არის ან ცალკე პოლიტიკური ორგანიზაცია, ან ცალკე რაღაც ჩემი მცდელობა რაიმეს ცალკე სტრუქტურირების. ეს არის პლატფორმა – სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთად ყოფნის.

 

 

მე ვფიქრობ, რომ ახლა ის დროა, ყველა ჩვენგანმა ჩვენს სახლში, ჩვენს სამსახურში, ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს უბანში გავხსნათ შტაბები საქართველოს გადარჩენის.

 

 

.. გამარჯვებული, რომელიც შურისძიებას იწყებს, ის უკვე დამარცხებულია.

 

 

.. თუნდაც იმ 9 წელზე, რომელსაც „ქართული ოცნება” არ ეთანხმება, რომ წარმატება იყო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული ისტორია იყო საქართველოს ისტორიაში მრავალი საუკუნის განმავლობაში.. მაგრამ მოდი, წარსულზე ნუ ვიკამათებთ. ვიკამათოთ იმაზე, რომ მომავალში შევქმნათ ისეთი წარმატება, რომელზეც ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული, მიუხედავად იმისა, წარსულში „ოცნებაში” ვიყავით თუ „ნაციონალურ მოძრაობაში”, ან ნებისმიერ სხვა პარტიაში, ან საერთოდ არცერთ პარტიაში არ ვიყავით.

 

 

დამთავრდა დრო რაღაც ვერტიკალური ხელისუფლებების, ზემოდან ქვემოთ მართვის, ზემოდან ქვემოთ ინდტრუქციების მიცემის.

 

 

საზოგადობა არის ახლა ბევრად უფრო თანასწორი, ბევრად უფრო გონებაგახსნილი, ბევრად უფრო გამოცდილი და ბევრად უფრო მონდომებული, რომ არავინ თავზე არ წამოისვას,

 

 

ამიტომ, ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ესენი გადავაგდოთ და ვიღაცა წამოვისვათ თავზე, ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ისწავლოს თავის თავის მართვა და თავის ქვეყნის მართვა მთლიანობაში, ჰორიზონტალურად.. რომ ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში სამართავად და ხელისუფლების კონცეფცია შეიცვალოს მთლიანად ისე, რომ ნატამალი აღარ ჰქონდეს არც ავტორიტარიზმის, არც ფეოდალიზმის, არც თუნდაც ერთი ჯგუფის მმართველობის და მითუმეტეს, ერთი კაცის მმართველობის.

 

 

ეს უნდა იყოს საზოგადოება, რომელიც არის თვითორგანიზებული და ყველას ესმის, რომ არის რაღაცეები, რაზეც ყველანი ვთანხმდებით. ეს არის ჩემი ამოცანა და ამ ამოცანას ნამდვილად ჩვენ ყველა ერთად გადავწყვეტთ.

 

 

მოდით დავანებოთ თავი პარტიულ განსხვავებებს და მე მინდა და და შევუწყობ ხელს იმას, რომ თუნდაც ამ ოფისში, ბიბლიოთეკაში, ისხდნენ ადამიანები, ვინც დღე და ღამე იმუშავებენ დიდ გეგმებზე, რომელთაც არ ექნებათ რაღაც პარტიული მიკერძოება და იმუშავებენ იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომ, მომავალში.

 

 

მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, მე არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ჩვენი წარსულის უბედურება დარჩეს უკან, რომ წარსულის განსხვავებები დარჩეს უკან და ყველამ ერთად გავიხედოთ მომავალისკენ.

 

 

ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ გადებული ხიდი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის, ამ ხიდზე გადაირაოს ახალგაზრდობამ და ამაყად და თავაწეულმა იაროს წინ.

 

 

მიხეილ სააკაშვილი

02.03.2020

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” – წერს სააკაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner