logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, შეგიძლიათ გააზავოთ წყალში და გამოიყენოთ
- +

5 მარტი. 2020. 20:15

 

 

“ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია და სანამ პრობლემა აღმოიფხვრება, შესაძლებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

 

 

„დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში და ყველგან, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც – საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში – ჭაჭა დასლევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner