პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, საგანზე „მე და საზოგადოება" განხილვა მიმდინარეობს. საგნის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა მიმართა:
„გთხოვთ, მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ - იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი?!" - განაცხადა გიგაურმა.
გიგაურმა განმარტა, რომ დოკუმენტში წერია კულტურული მრავალფეროვნების გააზრების და დაფასების შესახებ, ხოლო ის, თუ ვინ არიან ოჯახის წევრები, წერია - დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა.
კითხვაზე, თუ რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, გიგაურმა განმარტა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.
„ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.
იხილეთ:
ახდენს თუ არა ზეწოლას თამარ სანიკიძის უწყება პედაგოგებზე?
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=1033