სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდს გადაიხდის.
პანაშვიდი 11:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს გზაზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან შესრულდება. პანაშვიდს თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.
გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.