logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ზოგიერთები ამბობენ, რომ ლუგარი აქ მათ ჩამოიყვანეს, მაგრამ მე კარგად ვიცი, როდის იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება
- +

5 მარტი. 2020. 22:05

 

 

“ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა და მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას, მაგრამ მე კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

„ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს თავიანთი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება. ბოლო დღეებში ლუგარის ლაბორატორია ახსენა მიხეილ სააკაშვილმა და სხვა პოლიტიკოსებმაც. მე ამაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ ვინმეს დააინტერესებს, მერე დეტალურად მოვყვები, ვინ რა როლი ითამაშა ლუგარის ლაბორატორიის შექმნასა და ამუშავებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner