ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში მიხელ სააკაშვილის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ციკლიდან - "მიშა, მო...ან ისტორიის მასწავლებელი"!
ესე იგი, ოსმალეთში გუბერნატორად რომ მუშაობდა, ის კაცი, ანუ გიორგი სააკაძე იყო, უკრაინაში რომ მუშაობდა გუბერნატორად, იმ კაცის, ანუ მიხეილ სააკაშვილის დიდი ბაბუის დიდი ბაბუა.
ოსმალეთში გუბერნატორად რომ მუშაობდა, იმ კაცის ცოლი - რუსუდანი იყო, უკრაინაში რომ მუშაობდა გუბერნატორად, იმისი დიდი ბიცოლის დიდი ბიცოლა.
გიორგი სააკაძის დედა, თამარ ბარათაშვილი გახლდათ მიხეილ სააკაშვილის ბებიის - მზიას დიდი ბებიის დიდი დისწული მამის მხრიდან.
ვინაიდან, ლუარსაბ მეორემ შეირთო გიორგი სააკაძის და, ბუნებრივია, მზია ბებოს შტო დაუნათესავდა სამეფო ოჯახსაც და მიხეილის მამის - ნიკოლოზ სააკაშვილის დიდი ბაბუის ბაბუის ბაბუა იძულებული შეიქნა, მონაწილეობა მიეღო ტაშისკარის ბრძოლაში, სადაც მიაღწია ბრწყინვალე გამარჯვებას.
აი, ამაშია საქმე, მეგობრებო!“ - წერს გელა ზედელაშვილი